სიახლეები
10
ივნ
2025
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოში მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდისთვის მოსამზადებელი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა.
დღეიდან ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მიღება, შესაძლებლობა აქვს სააგენტოს ახლად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე გაიაროს სიმულაციური ტესტირება, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://etds.rta.gov.ge/index.php?route=extension/module/practice
2025 წლის 1 იანვრიდან მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობას გასცემს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარება სააგენტოში.
მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე
დასაშვებად პირველადი რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: https://etds.rta.gov.ge/index.php?route=extension/module/register
გააზიარე: