სიახლეები


14
იან
2026
2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს სარკინიგზო ქსელში დასაქმებული მატარებლის მემანქანეები პირველად და პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას მხოლოდ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებასა და მის უფლებამოსილ ექიმთან გაივლიან.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე განისაზღვრა სამედიცინო დაწესებულებისა და მისი უფლებამოსილი ექიმის აღიარების პირობები. ცვლილებების მიზანია მატარებლის მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების ერთიანი და სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბება, მატარებლის მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და მოთხოვნების დანერგვა და იმ სამედიცინო დაწესებულების რეესტრში აღრიცხვა, რომელიც უფლებამოსილი იქნება, შეაფასოს მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს ჯანმრთელობის ცნობა.
უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებისა და მისი უფლებამოსილი ექიმის აღიარების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს მიერ, წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის, განხილვისა და შეფასების საფუძველზე. რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებამ უკვე მიმართა სააგენტოს შესაბამისი განცხადებით, რომელთა განხილვის შედეგად განხორციელდა მათი აღიარება.
იხილეთ აღიარებული სამედიცინო დაწესებულებებისა და მისი უფლებამოსილი ექიმების რეესტრი, რომელიც პერიოდულად განახლდება: https://www.rta.gov.ge/.../recognized-medical-institutions
გააზიარე: