ჩვენ შესახებ
პოლიტიკის ჩარჩო და ძირითადი მიზნები (I ფაზა
2023-2024 წლები)
(2023-2024 წწ)
- რეფორმის პირველი ფაზა ითვალისწინებს პოლიტიკის ჩარჩოს შექმნას, რომლის ძირითადი მიზნებია: ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა სარკინიგზო უსაფრთხოებისა და დარგის რეგულირების მიმართულებით, რაც ითვალისწინებს:
სარკინიგზო
ტრანსპორტის მარეგულირებელი
ორგანოს შექმნას -
რომლის თანახმადაც დაფუძნდა: სარკინიგზო უსაფრთხოების ეროვნული ორგანო – (National Safety Authority – NSA) სსიპ
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო
- 2023 წლის 1 ივლისს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის ქვეშ.
რეფორმის
პირველი ფაზის ფარგლებში გათვალისიწინებული იყო სარკინიგზო მიმართულებით ახალი ნორმატიული ბაზის შექმნა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობით, შემდეგი მიმართულებებით:
სარკინიგზო
უსაფრთხოების შესახებ
- რომლის თანახმადაც შემუშავდა
„სარკინიგზო უსაფრთხოების
წესის“ პროექტი, ევროპარლამენტისა
და საბჭოს 2016 წლის 11 მაისის
რკინიგზის უსაფრთხოების შესახებ (EU) 2016/798 - დირექტივის
და მასზე დაფუძნებული დებულებების მიხედვით, რომლიც დამტკიცებაც განხორციელდა საქართველოს
მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის
N394 დადგენილებით „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“.
ლოკომოტივისა
და მატარებლის
მემანქანეების სერტიფიცირების
შესახებ - რომლის
თანახმადაც შემუშავდა
„მართვის მოწმობის
გაცემის, განახლებისა
და აღდგენის,
შეჩერებისა და
გაუქმების წესი
და პირობების“
პროექტი, ევროპარლამენტისა
და საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის
ლოკომოტივისა და მატარებლის მემანქანეების სერტიფიცირების 2007/59/EC დირექტივის
- მასზე დაფუძნებული დებულებების მიხედვით, რომლიც დამტკიცებაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 25 დეკემბრის
N442 დადგენილებით „მემანქანის
მართვის მოწმობისა
და მემანქანის
სერტიფიკატის გაცემის,
განახლებისა და
აღდგენის, მათი
მოქმედების შეჩერებისა
და გაუქმების
წესებისა და
პირობების დამტკიცების
შესახებ“.
რეფორმის
პირველი ფაზა აგრეთვე ითვალისწინებს: საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულებების შესრულებას, რომლის ფარგლებში:
2024 წლის
14 ივნისს სააგენტოს
მიერ სარკინიგზო
ოპერატორთან გაფორმდა
საზოგადოებრივი მომსახურების
ხელშეკრულება, ევროპარლამენტისა
და საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის
საზოგადოებრივი სარკინიგზო სამგზავრო სატრანსპორტო მომსახურების (EC) 1370/2007 რეგულაციის
შესაბამისად.