სარკინიგზო უსაფრთხოება

სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის (ტრანსპორტირების) ნაწილში, ზედამხედველობას ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

 

სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეების შემოწმება ამ წესით და RID-ით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. სააგენტო უფლებამოსილია სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეებისგან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან.

 

სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დარღვევაგამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

 

ზედამხედველობასააგენტოს მიერ განხორციელებული თანმიმდევრული და უწყვეტი პროცესი - მოქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესით დადგენილი ვალდებულებების მუდმივი შესრულების შემოწმება (მოიცავს გეგმურ და არაგეგმურ მონიტორინგს).

 

მონიტორინგიზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეების საქმიანობის კონკრეტული სფეროს ან/და მათი ცალკეული ასპექტების შემოწმება.

docs icondocs icon

ზედამხედველობის მიზანი და ფარგლები

pdf arrow

ზედამხედველობის მიზნებია:

 

- სამართალდარღვევათა პრევენცია;

- ზედამხედველობის ობიექტის მიერ სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;

- საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების დადგენა.

 

 

ზედამხედველობის ფარგლები

 

წესით განსაზღვრული მოთხოვნების შემოწმებისა და შეფასების მიზნით, ზედამხედველობას ექვემდებარება ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეების საქმიანობასთან. ასევე, ზედამხედველობის ობიექტის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობები, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ხდება რკინიგზით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, ტვირთის შეფუთვისთვის, დატვირთვისთვის ან გადმოტვირთვისთვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული პერსონალი.

 

ზედამხედველობის ობიექტი

 

ზედამხედველობის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილე პირები, რომლებიც ახორციელებენ სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას ან სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობას (ტვირთის გადაზიდვისთვის მომზადება, შეფუთვა, დატვირთვა, გადმოტვირთვა ან დახარისხება).

 

 

* სააგენტო უფლებამოსილია აიღოს სახიფათო ტვირთისა თუ ტარის ნიმუშები შესამოწმებლად.

docs icondocs icon

გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი

pdf arrow

მონიტორინგის ფარგლები და ვადები - მონიტორინგი ტარდება სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დროსა და ფარგლებში და ვადა განისაზღვრება მონიტორინგის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით

 

გეგმური მონიტორინგი - ტარდება ზედამხედველობის გეგმის შესაბამისად და ზედამხედველობის ობიექტს გეგმური მონიტორინგის დაწყების შესახებ სააგენტო აცნობებს წინასწარ.

 

არაგეგმური მონიტორინგი - ზედამხედველობის ობიექტის არაგეგმური მონიტორინგის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორი. მონიტორინგის ფარგლების დადგენის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, ზედამხედველობის ობიექტისგან გამოითხოვოს ინფორმაცია ან გამართოს შეხვედრა.

 

* მონიტორინგის ფარგლები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს და აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს ზედამხედველობის ობიექტს.

docs icondocs icon

მონიტორინგის პროცესი

pdf arrow

მონიტორინგის პროცესში სააგენტო ადგენს:

 

- ზედამხედველობის ობიექტის მიერ დაცულია თუ არა წესი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები და მოთხოვნები;

- ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;

- ექვემდებარება თუ არა ზედამხედველობის ობიექტი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;

- სხვა გარემოებებს, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისთვის.

 

მონიტორინგის პროცესში სააგენტო მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომელიც შეიძლება იყოს:

 

მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; ნივთიერი მტკიცებულება; სამართალდამრღვევის აღიარება; ფაქტების კონსტატაციის მასალები; აუდიო/ვიდეოჩანაწერი; ფოტო; საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; მონიტორინგის ოქმი და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, ინფორმაცია ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა ექნება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის.

 

მონიტორინგის დასრულება - მონიტორინგის შედეგად სააგენტო იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე შემდეგ გადაწყვეტილებას:

 

- ზედამხედველობის ობიექტისთვის ქმედების განხორციელების რეკომენდაციის მიცემა;

- სამართალდამრღვევი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

- იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ გამოვლინდა;

- მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა მოქმედებების განხორციელების თაობაზე.