სამგზავრო გადაყვანები

docs icondocs icon

საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების მიზანი და ძირითადი პრინციპები


საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში ევროკავშირის და საბჭოს საზოგადოებრივი სამგზავრო სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებების შესახებ 1370/2007/EC რეგულაციასთან სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებიდან, რეგულირდება საქართველოს სარკინიგზო კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 24 მაისის N266 დადგენილებით, საქართველოს მთავრობის N608 განკარგულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 


საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების ძირითადი პრინციპებია: 


საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კომერციულ პრაქტიკაში მიღებული ჩვეულებებისა და სტანდარტების დაცვა; 

ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა; 

მომსახურების ხარისხის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა; 

სოციალური პასუხისმგებლობა და მომსახურების დაბალი ფასების უზრუნველყოფა; 

მგზავრთა უფლებების დაცვა; ვ) მგზავრთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება; 

გარემოს დაცვა; 

დისკრიმინაციის დაუშვებლობა; 

ფინანსური გამჭვირვალობა და ანგარიშგება.


საქართველოს მთავრობის დადგენილება ასევე დეტალურად განსაზღვრავს საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესს და პირობებს; ბილეთების ტარიფის დადგენის და შეღავათიანი ფასით მგზავრობის უფლების მინიჭების პროცედურას; სარკინიგზო ოპერატორის ანგარიშვალდებულებისა და კონტროლის მექანიზმებს, კომპენსაციის დაანგარიშების წესს და სხვა პირობებს. 


docs icondocs icon

საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება სს „საქართველოს რკინიგზასთან“

2024 წლის 14 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსა და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის, პირდაპირი მინიჭების საფუძველზე გაფორმდა პირველი საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება N 1370/2024. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2028 წლის ჩათვლით პერიოდი. სს „საქართველოს რკინიგზის“ 100 %-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო.


საზოგადოებრივი მომსახურების გაფორმების მოსალოდნელ შედეგებად განისაზღვრა: 


ამაღლდება სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების მომსახურების ხარისხი;

გაიზრდება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დონე;

გაჩნდება ახალი შესაძლებლობები დარგში დამატებითი ინვესტიციებისა და დაფინანსების მოზიდვისთვის;

საქართველოს რკინიგზა გათავისუფლდება ისეთი სოციალური პასუხისმგებლობისგან, რაც მას როგორც კომერციული მიზნების მქონე ორგანიზაციას, აკისრებდა ფინანსურად არამიმზიდველი მგზავრთა გადაყვანის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევის ვალდებულებას.


docs icondocs icon

ხელშეკრულების საგანი

ხელშეკრულების პირველ მუხლში გაწერილია საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების საგანი, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საფუძველზე, სარკინიგზო ოპერატორი იღებს ვალდებულებას, შეასრულოს საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება და გასწიოს საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურება (შემდგომ - მომსახურება) კომპეტენტური ორგანოსგან  საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის (შემდგომ - კომპენსაცია) მიღების სანაცვლოდ ხელშეკრულების დანართი №1-ით (საზოგადოებრივი მომსახურების მიმართულებები, გამოსაყენებელი აქტივები, სიხშირე და მატარებელ-კილომეტრი) გათვალისწინებულ მიმართულებებზე ამავე დანართით განსაზღვრული სიხშირისა და მატარებელ-კილომეტრის უზრუნველყოფითა და გამოსაყენებელი აქტივებით. 


ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე (პუნქტი 1.2), შესაძლებელია ხელშეკრულების დანართი №1-ით  განსაზღვრული მიმართულებები, გამოსაყენებელი აქტივები, სიხშირე და მატარებელ-კილომეტრი შესაძლებელია შეიცვალოს მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით. აღნიშნული პუნქტის საფუძველზე თავდაპირველად განსაზღვრული მაჩვენებლები დაკორექტირდა და საბოლოოდ ხელშეკრულების დანართი N1-ით, 2024 წლისთვის შესასრულებლად განისაზღვრა 1,159,578 მატარებელ-კილომეტრი 9 მაგისტრალურ და 11 საგარეუბნო მიმართულებაზე. გამოსაყენებელი აქტივები და სხვა მაჩვენებლები დეტალურად ხელშეკრულებას დაერთო დანართი  N1-ის სახით. 


docs icondocs icon

ხელშეკრულების ძირითადი პირობები

ხელშეკრულებაში, გარდა შესასრულებელი მატარებელ-კილომეტრისა და გამოსაყენებელი აქტივებისა, სარკინიგზო ოპერატორისთვის შესასრულებლად განსაზღვრულია სხვა ვალდებულებები. ხელშეკრულება ადგენს წმინდა ფინანსური ეფექტის დაანგარიშების წესს, რომლის საფუძველზეც დგინდება ყოველთვიური საკომპენსაციო ოდენობა. ამასთან, ხელშეკრულების ფარგლებში სარკინიგზო ოპერატორს უჩნდება მომსახურების შესრულების ძირითადი ინდიკატორების, ძირითადი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა-წარმოდგენის და მგზავრთა გამოკითხვის ვალდებულება. ხელშეკრულება სარკინიგზო ოპერატორს აკისრებს ვალდებულებას, სატარიფო სტრუქტურა შესათანხმებლად წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს. 


ელშეკრულების მე-4 მუხლი ადგენს შესაბამისი საანგარიშო პერიოდისთვის წლის კომპენსაციის ზღვრულ ოდენობას და ყოველთვიურ ზღვრულ ოდენობებს. წლიური  კომპენსაციის ზღვრული ოდენობა ყოველი წლისთვის განისაზღვრება შესაბამის საანგარიშო პერიოდში,  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კომპენსაციის გადახდა ხორციელდება ყოველი საანგარიშო თვისთვის. 


docs icondocs icon

ბილეთების სატარიფო სტრუქტურა


ხელშეკრულების თანახმად, სარკინიგზო ოპერატორი, დამოუკიდებლად ან კომპეტენტური ორგანოს დავალების საფუძველზე, ადგენს ბილეთის სატარიფო სტრუქტურისა და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი ტარიფის  ცვლილების პროექტებს და შესაბამისი დასაბუთებით დასამტკიცებლად წარუდგენს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია, დაეთანხმოს ან ცვლილებები შეიტანოს მასში და დაამტკიცოს წარდგენიდან არაუგვიანეს 1  თვის ვადაში. სარკინიგზო ოპერატორი ვალდებულია, იხელმძღვანელოს კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული ბილეთების სატარიფო სტრუქტურის შესაბამისად. ხელშეკრულების ფარგლებში, სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცდა: 


საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში სარკინიგზო სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურების ტარიფები;

საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში სარკინიგზო სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურების საკომისიოს ოდენობები; 

საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში სარკინიგზო სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობის უფლების მქონე პირთა კატეგორიები; 

საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში სარკინიგზო სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მომსახურების შეღავათიანი ფასით სარგებლობის მქონე პირთა კატეგორიები და საშეღავათო ტარიფები.