სარკინიგზო უსაფრთხოება

docs icondocs icon

ვინ არის სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი?

pdf arrow

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი (შემდგომში - სპეციალისტი) არის სათანადო ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს.

docs icondocs icon

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის დანიშვნის ვალდებულება

pdf arrow

სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის უზრუნველსაყოფად, იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა მოიცავს სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას ან/და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას (სახიფათო ტვირთის შეფუთვას, დატვირთვას, გადმოტვირთვას ან/და დახარისხებას) ვალდებულია, ჰყავდეს ერთი ან ერთზე მეტი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი.

docs icondocs icon

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის ძირითადი ფუნქციები

pdf arrow

სპეციალისტის ძირითადი ფუნქციაა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ან/და მასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვის ხელშეწყობა სახიფათო ტვირთების გადაზიდვის საერთაშორისო რეგულაციებითა (RID/SMGS) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

docs icondocs icon

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის მოვალეობები

pdf arrow

სპეციალისტის საქმიანობა მოიცავს კომპლექსურ მიდგომას, რაც სამ ძირითად მიმართულებად იყოფა:


მონიტორინგი - ახორციელებს სახიფათო ტვირთების გადაზიდვის საერთაშორისო რეგულაციებისა (RID/SMGS) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგს;                           


რეკომენდაციების გაცემა - გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს იურიდიული პირისთვის, სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად;


ანგარიშგება

იურიდიული პირისთვის ამზადებს წლიურ ანგარიშებს:

ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან 60 დღის ვადაში;

- სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის XII დანართით განსაზღვრულ ფორმაში;

- თითოეული ანგარიში ინახება მომზადებიდან - 5 წლის განმავლობაში;

- ანგარიში მოთხოვნისთანავე წარედგინება სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს და სხვა უფლებამოსილ ორგანოს;


ამზადებს შემთხვევის ანგარიშებს - იმ შემთხვევაში, თუ სარკინიგზო შემთხვევა ან ინციდენტი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ქონებაზე ან გარემოზე, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, შეფუთვის, დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს.

docs icondocs icon

სპეციალისტის დანიშვნის სამართლებრივი საფუძვლები - ვალდებულების გავრცელება

pdf arrow

სპეციალისტის ყოლის ვალდებულება ვრცელდება შემდეგ იურიდიულ პირებზე:


სარკინიგზო საწარმოზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას;


ტვირთგამგზავნზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზით გადაზიდვის მიზნით, გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, გადამზიდველს გადასცემს სახიფათო ტვირთს;


იურიდიულ პირზე, რომელიც ტვირთგამგზავნისთვის მომსახურების გაწევის ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს გადაზიდვასთან დაკავშირებულ ოპერაციებს: შეფუთვას/ დატვირთვას/შევსებას;


ტვირთმიმღებზე, რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთის გადმოტვირთვას;


იურიდიულ პირზე, რომელიც ტვირთმიმღებისთვის მომსახურების გაწევის ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს სახიფათო ტვირთის გადმოტვირთვას;


 იურიდიულ პირზე, რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთის დახარისხებას.

docs icondocs icon

გამონაკლისები - რა შემთხვევაში არ ვრცელდება სპეციალისტის დანიშვნის ვალდებულება

pdf arrow

სპეციალისტის დანიშვნა სავალდებულო არ არის შემდეგ შემთხვევებში:


როცა ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები სარგებლობს სხვა ორგანიზაციის მომსახურეობით, რომელსაც უკვე ჰყავს სპეციალისტი და ის ასრულებს დატვირთვა - გადმოტვირთვის სამუშაოებს;


როცა ორგანიზაცია ასრულებს შეფუთვის ან დატვირთვის სამუშაოებს იმ ტვირთთგამგზავნისთვის, რომელსაც უკვე ჰყავს სპეციალისტი;


როცა სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ხდება საქართველოს თავდაცვის ძალების სარკინიგზო ტრანსპორტით ან პასუხისმგებლობა მათზეა;


როცა სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ხდება მცირე ოდენობით,  სახიფათო ტვირთების გადაზიდვის საერთაშორისო რეგულაციების (RID/SMGS) გათვალისწინებული გამონაკლისების ფარგლებში:

-   შეზღუდული ოდენობებით გადაზიდვა (LQ);

-   გათავისუფლებული ოდენობების გადაზიდვა (EQ);

ერთი ვაგონით ან დიდი კონტეინერით გადასატან მაქსიმალურ საერთო რაოდენობებთან დაკავშირებული გადაზიდვები (RID-ის 1.1.3.6).

docs icondocs icon

ვინ იღებს გადაწყვეტილებას სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ?

pdf arrow

სპეციალისტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იურიდიული პირი, მისი საქმიანობის მასშტაბისა და გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით, ისე რომ შესაძლებელი  იყოს სპეციალისტის მიერ საკუთარი მოვალეობების ეფექტურად განხორციელება და უზრუნველყოფილი იყოს სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული ოპერაციების უსაფრთხოება.


სპეციალისტის ფუნქცია - მოვალეობები უნდა განისაზღვროს წერილობითი ფორმით, ხოლო იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალისტის საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციის, დამხმარე მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მიწოდება.


იურიდიულმა პირმა სააგენტოს უნდა აცნობოს სპეციალისტის ვინაობის შესახებ მისი განსაზღვრიდან 30 დღის ვადაში.

docs icondocs icon

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც სურს მიიღოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი?

pdf arrow

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებად პირმა უნდა გაიაროს სწავლება სააგენტოს მიერ აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში და წარმატებით ჩააბაროს გამოცდა სააგენტოში.

docs icondocs icon

სპეციალისტთა რეესტრის წარმოება

pdf arrow

სააგენტო აწარმოებს სპეციალისტთა რეესტრს და მათ საკონტაქტო ინფორმაციას აქვეყნებს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

docs icondocs icon

გარდამავალი დებულება

pdf arrow

კანონმდებლობით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებზე სპეციალისტის განსაზღვრის ვალდებულება ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან.