სარკინიგზო უსაფრთხოება
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი არის სააგენტოს მიერ გამოცდის წარმატებით
ჩაბარების საფუძველზე გაცემული სერტიფიკატი. მისი მიღების უფლება პირს წარმოეშობა
18 წლის ასაკიდან.
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მოპოვების პირობები:
- სწავლების განმახორციელებელ პირთან
წარმატებით გავლილი სწავლება და სწავლების სერტიფიკატის ფლობა;
- სერტიფიკატის მისაღები გამოცდის წარმატებით
ჩაბარება სააგენტოში.


სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემა
განმცხადებელმა სერტიფიკატის მიღების მოთხოვნით, სააგენტოს
უნდა მიმართოს გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. თუ განმცხადებელი
აღნიშნულ ვადაში არ მიმართავს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, მან ხელახლა
უნდა ჩააბაროს გამოცდა.
სერტიფიკატის მისაღებად, განმცხადებელმა გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სააგენტოში
უნდა წარადგინოს განცხადება და შემდეგი დოკუმენტები:
- პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი
გაიცემა ერთ ეგზემპლარად ორ ენაზე, რომელიც წარმოადგენს ორიგინალს და მისი მფლობელის
საკუთრებაა.


სპეციალისტის სერტიფიკატის განახლება
სერტიფიკატის ვადის გასაგრძელებლად - სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს
1 წლის განმავლობაში, სერტიფიკატის მფლობელი მიმართავს სააგენტოს განცხადებით, რომელსაც
თან უნდა დაერთოს:
- პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატი.


სპეციალისტის სერტიფიკატის აღდგენა
სერტიფიკატის აღდგენა ხდება სერტიფიკატის დაზიანების,
განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში. აღნიშნულის შესახებ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის
სპეციალისტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს.
სერტიფიკატის აღსადგენად - განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელსაც თან უნდა დაერთოს:
- პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, როდესაც სერტიფიკატის აღდგენის მოთხოვნა განპირობებულია სერტიფიკატის დაზიანებით.


სპეციალისტის სერტიფიკატში ცვლილების შეტანა
სერტიფიკატში ცვლილების შეტანა ხდება, როდესაც სერტიფიკატში არსებული მონაცემები არასწორია, არაზუსტია ან როდესაც სერტიფიკატში ასახული მონაცემები საჭიროებს განახლებას. სერტიფიკატში ცვლილების შეტანის მიზნით, განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს განცხადება და შემდეგი დოკუმენტები:
- პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, როდესაც სერტიფიკატში ცვლილების შეტანის მოთხოვნა განპირობებულია სერტიფიკატზე მონაცემების არასწორად ან/და არაზუსტად მითითებით.


განცხადების ფორმა
* იხილეთ განცხადების ფორმა.


სერტიფიკატის შეჩერება და გაუქმება
სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება შემდეგ შემთხვევებში:
- არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს.
სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებია:
- ინცინდენტის, სარკინიგზო შემთხვევის ან/და სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში თუ დადგინდა სპეციალისტის ბრალეულობა;
- დადგინდა, რომ სპეციალისტი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს;
- ახალი სერტიფიკატით შეცვლა;
- სერტიფიკატის მფლობელის გარდაცვალება;
- სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლა;
- სერტიფიკატის დაკარგვა/ დაზიანება/ განადგურება;
- თუ არსებობს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი სპეციალისტის მიმართ, რომლითაც პირს ჩამოერთვა სპეციალისტის საქმიანობის განხორციელების უფლება.