სარკინიგზო უსაფრთხოება

docs icondocs icon

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლება

pdf arrow

სწავლების მიზანია პირისთვის შესაბამისი კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც გულისხმობს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან, შეფუთვასთან, დატვირთვასთან, გადმოტვირთვასთან და დახარისხებასთან დაკავშირებული თანმდევი რისკების და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ცოდნის მიღებას  ,,სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ’’ რეგულაციითა (RID) და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.


სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლება ტარდება ქართულ ენაზე და მოიცავს სააგენტოს მიერ დამტკიცებულ სასწავლო თემატიკას, ხოლო სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 48 აკადემიური საათით.


სწავლებაზე დაიშვება პირი 18 წლის ასაკიდან, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის საფუძველზე.


სწავლების დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების გავლის  დამადასტურებელი  სერტიფიკატი რომელიც ადასტურებს, რომ პირმა წარმატებით გაიარა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლება.


სწავლების განხორციელების უფლებამოსილება აქვს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირს, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ იურიდიულ პირს.

docs icondocs icon

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების თემატიკა

pdf arrow

იხილეთ ფაილი:

ჩამოტვირთვა
docs icondocs icon

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდა

pdf arrow

გამოცდა ტარდება სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ქართულ ენაზე, ელექტრონული ტესტირების მეთოდით.


სააგენტო ადგენს გამოცდის ჩატარების თარიღს, რომელიც ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.


გამოცდის მიზანია პირის შემოწმება, გააჩნია თუ არა ცოდნის საჭირო დონე სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან, შეფუთვასთან, დატვირთვასა და გადმოტვირთვასთან დაკავშირებული თანმდევი რისკების, ასევე იმ მოვალეობების შესახებ, რომლებიც RID-ით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტისთვის.


სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდის საკითხები შეირჩევა სასწავლო თემატიკის შესაბამისად.

docs icondocs icon

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღები გამოცდის ფორმატი

pdf arrow

გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან: ტესტური დავალებები და პრაქტიკული დავალებები.

 

ტესტური დავალების ფარგლებში, გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა 40 ტესტური დავალება.

თითოეულ ტესტურ დავალებაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. გამოცდის ტესტური დავალების ნაწილი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ გამოსაცდელმა დააგროვა არანაკლებ 30 ქულა.

 

პრაქტიკული დავალების ფარგლებში, გამოსაცდელისთვის ელექტრონულ ფორმატში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა 5 შემთხვევის ანალიზი/სიტუაციური ამოცანა.

გამოცდის თითოეულ პრაქტიკულ დავალებაზე სწორი პასუხი ფასდება 5 ქულით. პრაქტიკული დავალების ნაწილი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ გამოსაცდელმა დააგროვა არანაკლებ 15 ქულა.

 

გამოცდის ხანგრძლივობა: ტესტური დავალებების შემთხვევაში განისაზღვრება 120 წუთით, ხოლო პრაქტიკული დავალებების შემთხვევაში – 180 წუთით.

 

* თუ გამოსაცდელი ჩააბარებს გამოცდის ტესტური დავალების ნაწილს, მაგრამ ვერ გადალახავს გამოცდის პრაქტიკული დავალების ჩაბარებისათვის საჭირო ზღვარს, ასეთ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს გამოცდის მხოლოდ პრაქტიკული დავალებების ნაწილზე განმეორებით დაშვების განცხადებით არაუმეტეს სამჯერ, ხოლო გამოცდის პრაქტიკულ დავალებაზე სამჯერ წარუმატებელი შედეგის დადგომის შემთხვევაში, პირმა ხელახლა უნდა ჩააბაროს გამოცდის ტესტური დავალებების ნაწილი.

docs icondocs icon

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის გამოცდის თემატიკა

pdf arrow

ტესტური დავალების ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემდეგ საკითხებს:

-    ზოგადი საპრევენციო და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები;

-    სახიფათო ტვირთების კლასიფიკაცია;

-    შეფუთვის ზოგადი პირობები (მათ შორის, ცისტერნებთან დაკავშირებული);

-    მარკირება და საშიშროების ნიშნების განთავსება;

-    სატრანსპორტო დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია;

-    პერსონალი, პროფესიული სწავლება;

-    სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

-    წერილობითი ინსტრუქციები;

-    სატრანსპორტო აღჭურვილობასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

-    სახიფათო ტვირთის გადაზიდვის, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და დამუშავების პირობები.

 

პრაქტიკული დავალების ნაწილში გამოსაცდელმა უნდა წარმოაჩინოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა, მათ შორის სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების სპეციფიკა, რისკის შეფასება სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით, ამავდროულად სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რითაც გამოსაცდელმა უნდა აჩვენოს, თუ როგორ მიიღებს გადაწყვეტილებებს სახიფათო ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.

docs icondocs icon

გამოცდაზე რეგისტრაცია

pdf arrow

სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად, პირმა სააგენტოში  უნდა  წარადგინოს განცხადება და თან დაურთოს:


-    პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

-    სწავლების სერტიფიკატი;

-    სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.


სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებ გამოცდაზე განმეორებით ან/და გამოცდის პრაქტიკული დავალებების ნაწილზე განმეორებით დასაშვებად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს განცხადება და შემდეგი დოკუმენტები:


-   პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

-   სააგენტოში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.



იხილეთ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებ გამოცდაზე დასაშვებად განცხადების ფორმა. 

ჩამოტვირთვა
docs icondocs icon

გამოცდის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება

pdf arrow

გამოსაცდელი, გამოცდის ტესტური დავალებების შედეგს გაეცნობა ელექტრონული ფორმით ტესტირების დასრულებისთანავე.

 

გამოცდის პრაქტიკული დავალებების შედეგების შესახებ პირს საგამოცდო ოქმის საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.